ბელინგემი:„კომფორტის ზონა არ მჭირდება, მე „რეალში“ გამარჯვებისთვის მოვედი“

ჯუდ ბელინგემმა „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...

„კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. დღევანდელი დღე ჩემთვის ამაღელვებელია, რადგან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვხვდი. მადრიდის „რეალის“ ღირსების დაცვა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. მე გამიმართლა, რომ აქ ვარ.“

„ჩემთვის ფული არასდროს ყოფილა გადამწყვეტი. ავირჩიე „რეალი“, რადგან აქ თამაში მსურდა. ვამაყობ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სამეფო კლუბის ღირსება უნდა დავიცვა.“

„22 თუ 5? პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ხესუს ვალიეხომ, რომელმაც 5 ნომრიანი მაისური დამითმო. როდესაც ესპანელს შევხვდები, ამას კიდევ ერთხელ ვეტყვი.“

„ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. მე ვფიქრობ, რომ 5 ნომრიანი მაისურით წარმატებული ვიქნები.“

„კარლო ანჩელოტი შესანიშნავი სპეციალისტია. რა თქმა უნდა, მივიჩნევ, რომ იტალიელი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის სტატუსს ფლობს.“

„ჰარი კეინის „რეალში“ ტრანსფერზე არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. კეინი ჩემი ნაკრების კაპიტანია, მასთან ერთად სიამოვნებით ვთამაშობ.“

„ვიმედოვნებ, ჩვენი კომუნიკაცია სულ მალე გამარტივდება და ესპანურად საუბარს შევძლებ.“

„როგორც გითხარით, სამეფო კლუბი მსოფლიოში საუკეთესოა. „რეალის“ თამაშებს ხშირად ვადევნებდი თვალს და ვიცი, რა სტილში ასპარეზობს ეს კოლექტივი. ვეცდები, ადაპტაცია მალე გავიარო და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე.“

„ყოველთვის მაქსიმუმს გავიღე, ჩემი სტილი ბოლომდე დახარჯვაა.“

„მადრიდულმა გრანდმა ევროპაში წარმოუდგენელი ისტორია დაწერა და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. მსურდა, რომ ამ კოლექტივს შემოვერთებოდი.“

„როდესაც გავიგე, რომ ჩემით სამეფო კლუბი ინტერესდებოდა, დაჯერება გამიჭირდა, თუმცა ეს რეალობა იყო.“

„მოდრიჩისგან და კროოსისგან ბევრი რამის სწავლას ვაპირებ, ისინი საუკეთესო ნახევარმცველები არიან, რომლებმაც წლების მანძილზე უდიდესი გამოცდილება მიიღეს. დიხ, ნახევრდაცვის ხაზში „ბლანკოსში“ არაერთი ფეხბურთელი ირიცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენციაც დიდია, თუმცა მე ამას სასიკეთოდ გამოვიყენებ.“

„სიმართლე გითხრათ, ლუკასთან და ტონისთან ერთად ვარჯიშს მოუთმენლად ველი, ისინი ექსტრაორდინალური მოთამაშეები არიან.“

„მბაპეს „რეალში“ ტრანსფერზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ბუნებრივია, მასთან ერთად სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ ის „პსჟ“-ს ღირსებას იცავს. ვფიქრობ, რომ ფრანგი მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელია და საკუთარი ქმედებებით ყველას აოცებს.“

„ბავშვობიდან „ბლანკოსს“ ვქომაგობ. „რეალის“ ასობით დაპირისპირება მაქვს ნანახი, ახლა კი ამ გუნდის წევრი ვხდები, რაც ჩემთვის ამაღელვებელია.“

„ნამდვილად არ მახსოვს, როდის გადავწყვიტე „რეალში“ თამაში, მაგრამ ეს მტკიცე პოზიცია იყო. არ ვიცი, რა განაპირობებს ამ გუნდში ასპარეზობის სურვილს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ სამეფო კლუბი ყველაზე მიმზიდველია, როგორც ესპანეთში, ასევე ევროპის მასშტაბით.“

„ვეცდები, გუნდს არაერთი ტიტულის მოგებაში დავეხმარო. დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონი ძალიან წარმატებული იქნება და ჩვენ ერთად მწვერვალების დაპყრობას შევძლებთ.“

„მახსოვს „რეალისა“ და „ლივერპულის“ ფინალური დაპირისპირება, სადაც „მერენგებმა“ გაიმარჯვეს. ეს ალბათ გადამწყვეტი ფაქტორიც იყო.“

„მე და ჩემი ოჯახი ზინედინ ზიდანს დიდ პატივს ვცემთ. ვამაყობ, რომ ფრანგის ნომრით ვიასპარეზებთ, ეს რა თქმა უნდა, დამატებითი მოტივაცია იქნება.“

„ახლაც ვერ გადმოგცემთ, რა ვიგრძენი, როდესაც ფლორენტინო პერესთან ერთად „რეალის“ ტიტულების ოთახში შევედი. ჩემს წინ ჩემპიონთა ლიგის 14 თასი იყო.“

„არაერთი თანაგუნდელი და თანაკლუბები მირჩევდა ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლას, მაგრამ მე უარი ვთქვი კომფორტის ზონაზე, ვინაიდან მადრიდის „რეალში“ ასპარეზობა მსურდა. მჯერა, რომ აქ ყველაზე დიდ პროგრესს ვაჩვენებ.“

„ვაცნობიერებ მადრიდულ კონკურენციას, მოთხოვნებს და სირთულეებს, მაგრამ მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევ, ამაში კი დიდი შრომა დამეხმარება.“

„ინგლისელ თანაგუნდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მადრიდში გადმოსვლა ყველამ მომილოცა და წარმატებები მისურვა.“

„ჩემი აზრით ზიდანი საუკეთესო იყო და ვეცდები, მისი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშო. ეს ძალიან რთული პროცესი იქნება.“

„მე ვარ ფეხბურთელი და არა იურისტი ან ეკონომისტი. ხელშეკრულებებს და ფინანსურ მხარეს სხვა ადამიანები მიხედავენ, ჩემი საქმე მოედანზე გასვლა და უმაღლესი დონის ფეხბურთის ჩვენებაა.“

„სწავლა არასდროს უნდა შეწყვიტო, ფეხბურთელისთვის განვითარება უმთავრესი კომპონენტია.“

„ნახევარმცველი ვარ და ამ პოზიციაზე თამაში ყველაზე მეტად მსიამოვნებს. თუ სად ვიასპარეზებ ზუსტად მწვრთნელი გადაწყვეტს, ეს სწორედ მისი კომპეტენციაა.“


1

15 ივნისი 2023 15:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
ძალიან პროფესიონალური და ამბიციური პრესკონფერენცია ქონდა.

გამოვიდა კომფორტის ზონიდან და იბრძვის უმაღლესი მწვერვალებისთვის.

საღოლ ჯუდ, კაი ბიჭი ხარ

2

15 ივნისი 2023 16:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 447
პრესპექტივაში კარგი ტრანსფერია ვნახოთ რა იქნება საქმეზე იმედია გაამართლებს

3

15 ივნისი 2023 17:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 971
ეხლა მბაპეც ეგაა ეგ ბენზემას მაგივრად, სალაჰიც თუ გადმოვა ასენსიოს სანაცვლოდ იდეალური იქნება, ოღონდ ზამენაზე ეგ არ დაჯდება.

ანჩელოტი გაუშვით და კლოპი მოიუვანეთ.

იმედია ბაბუ წაიკითხავს რა მოთხოვნა მაქვს
-----------------------
ჰალამადრიდ.

4

15 ივნისი 2023 18:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 029
ციტატა: oto.reali
ეხლა მბაპეც ეგაა ეგ ბენზემას მაგივრად, სალაჰიც თუ გადმოვა ასენსიოს სანაცვლოდ იდეალური იქნება, ოღონდ ზამენაზე ეგ არ დაჯდება.

ანჩელოტი გაუშვით და კლოპი მოიუვანეთ.

იმედია ბაბუ წაიკითხავს რა მოთხოვნა მაქვს

5

15 ივნისი 2023 19:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 870
მართლაც. მბაპე და დეივისი. მორჩა აღარავინ აღარაა საჭირო ეს ორი ტრანსფერი თუ გამოვიდა.

6

15 ივნისი 2023 21:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
სასწაული ფეხბურთელია, ყველა პოზიციაზე ცენტრში უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში, თან ტექნიკური და მოქნილიცაა კარგი მოედნის ხედვით. რაც მთავარია თავის ასაკთან შედარებით ძალიან გამოცდილია.
ალფონსოს არ ჯობია კანსელუზე იჩალიჩონ ? ალფონსომ საეჭვოა, რომ ბაიერნი დატოვოს და კანსელუს წასვლა თითქმის 100%ით გადაწყვეტილია + მარცხნივაც და მარჯვნივაც ორივე პოზიციაზე თითქმის ერთნაირად მაღალ დონეზე შეუძლია თამაში.

7

15 ივნისი 2023 22:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 986
ციტატა: Vini Jr.
მარცხნივაც და მარჯვნივაც ორივე პოზიციაზე თითქმის ერთნაირად მაღალ დონეზე შეუძლია თამაში.

ნებისმიერ გუნდს მოუხდება კანსელუ ვინც მცველებს შეტევაში ათამაშებს.რეალი ბარსელონა სიტი ლივე განსაკუთრებით ამათ.გვარდიოლასთან აქ უთანხმოება თორე სულ ათამაშებდა პეპი კანსელუს
-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

8

15 ივნისი 2023 22:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 427
ციტატა: Vini Jr.
სასწაული ფეხბურთელია, ყველა პოზიციაზე ცენტრში უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში, თან ტექნიკური და მოქნილიცაა კარგი მოედნის ხედვით. რაც მთავარია თავის ასაკთან შედარებით ძალიან გამოცდილია.
ალფონსოს არ ჯობია კანსელუზე იჩალიჩონ ? ალფონსომ საეჭვოა, რომ ბაიერნი დატოვოს და კანსელუს წასვლა თითქმის 100%ით გადაწყვეტილია + მარცხნივაც და მარჯვნივაც ორივე პოზიციაზე თითქმის ერთნაირად მაღალ დონეზე შეუძლია თამაში.

რეალი ვიღაცის ტრ&&&ში გამოსმულ იგროკებს არ იმატებს

9

16 ივნისი 2023 00:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
ციტატა: I N I E S T A 8
ნებისმიერ გუნდს მოუხდება კანსელუ ვინც მცველებს შეტევაში ათამაშებს.რეალი ბარსელონა სიტი ლივე განსაკუთრებით ამათ.გვარდიოლასთან აქ უთანხმოება თორე სულ ათამაშებდა პეპი კანსელუს

კი მაგარი კლასნია, დაფრინავდა სიტიში მარცხენა ფლანგზე. მარჯვნივაც მშვენივრად თამაშობს.

10

16 ივნისი 2023 01:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
ციტატა: I N I E S T A 8
ნებისმიერ გუნდს მოუხდება კანსელუ ვინც მცველებს შეტევაში ათამაშებს.რეალი ბარსელონა სიტი ლივე განსაკუთრებით ამათ.გვარდიოლასთან აქ უთანხმოება თორე სულ ათამაშებდა პეპი კანსელუს

და ბაიერნიც იმიტო იტოვებს სიხარულით

11

16 ივნისი 2023 03:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 986
ციტატა: kontaqti
და ბაიერნიც იმიტო იტოვებს სიხარულით

პირველი რატო მეიაზვები ჩემო ძმაო
-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

12

16 ივნისი 2023 06:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
ციტატა: I N I E S T A 8
პირველი რატო მეიაზვები ჩემო ძმაო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)