„პსჟ“-ს ურთიერთობა მბაპესთან დასრულებულია
„პსჟ“-ს ხელმძღვანელობას თავად სურს, რომ კილიან მბაპემ პარიზი დატოვოს. ეს გუნდი ფრანგ ვარსკვლავზე გათვლის გაკეთებას აღარ აპირებს და სატრანსფერო პოლიტიკას მის გარეშე აწარმოებს...
პარიზელთა ხელმძღვანელობას მბაპეს „რეალში“ გაშვება არ სურთ და სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს განიხილავენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სხვა კლუბი თავად კილიანს არ სურს და მხოლოდ „ბლანკოსში“ თამაშზეა თანახმა.
თავის მხრივ, მბაპე დიპლომატიას ინარჩუნებს და აცხადებს, რომ მზად არის, 1 წელი საფრანგეთში დარჩეს, სადაც კონტრაქტის ვადას ამოწურავს, თუმცა „პსჟ“-ს ეს ვარიანტი არ აკმაყოფილებს და მიიჩნევს, რომ ლოტინი უნდა გაიყიდოს.
- 14 ივნისი 2023
- 2 392
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.