მოდრიჩი:„„რეალთან“ დაკავშირებით ჩემი პოზიცია ბევრჯერ დავაფიქსირე“
ლუკა მოდრიჩმა ეროვნულ ნაკრებში პრესკონფერენცია გამართა, სადაც მადრიდის „რეალზეც“ ჰკითხეს...
„„რეალი“ თუ საუდის არაბეთი? მე ახლა მხოლოდ ხორვატიის ნაკრებზე ვფიქრობ. რაც შეეხება სამეფო კლუბს, ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია და მგონი სჯობს, ახლა სხვა საკითხებზე ვისაუბროთ.“
„ბენზემას მადლობას ვუხდი, მან მადრიდის „რეალისთვის“ ძალიან ბევრი გააკეთა. ყველას აქვს არჩევანის გაკეთებია უფლება. მე ფრანგს წარმატებები ვუსურვე.“
„ერთა ლიგის დასრულების შემდეგ ხორვატიის ნაკრებთან საუბარი მექნება. არ ვიცი, რომელი ტურნირი იქნება ჩემთვის ბოლო.“
„დიახ, ადრე თუ გვიან სანაკრებო კარიერას დავასრულებ, სწორედ ამიტომ ხორვატებთან ერთად გატარებული დროით უნდა დავტკბე.“
- 13 ივნისი 2023
- 995
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.