„ტოტენჰემი“ სიტუაციას უკიდურესად ართულებს
როგორც წესი, „ტოტენჰემის“ ვარსკვლავების „რეალში“ ტრანსფერი ყოველთვის გრძელ და დაუსრულებელ მოლაპარაკებებთან ასოცირდება. იგივე ლუკა მოდრიჩისა და გარეთ ბეილის შემთხვევაში, საბოლოო შეთანხმება სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს მოხდა...
ლონდონელთა ხელმძღვანელი, დანიელ ლევი ტრადიციას არ ღალატობს და ჰარი კეინის ტრანსფერთან დაკავშირებითაც ანალოგიურ სცენარს იმეორებს.
„ტოტენჰემი“ საქმეს უკიდურესად ართულებს, რადგან იცის, რომ მადრიდის „რეალს“ ცენტრ ფორვარდი ძალიან სჭირდება.
„მარკას“ ინფორმაციით, ლონდონური მხარე პოზიციას არ ცვლის და კეინის სანაცვლოდ 115 მილიონი ევროს მიღება სურს.
რაც შეეხება ფლორენტინო პერესს. „რეალის“ მმართველი არ ჩქარობს, თუმცა ლაუტარო მარტინესის სახით ალტერნატივას სერიოზულად განიხილავს.
იტალიური გამოცემების ცნობით, „ინტერს“ „ბლანკოსის“ ინტერესის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს, „ტოტენჰემს“ კი 29 წლის კეინი შესაძლოა კონტრაქტის ამოწურვამდე ჰყავდეს, შემდეგ კი მოთამაშემ კოლექტივი უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
- 11 ივნისი 2023
- 1 903
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.