ოზილმა "რეალის" მაისურით პირველად ითამაშა
მადრიდის "რეალმა" ამხანაგური მატჩი "ჰერკულესთან" გამართა. გუნდმა ანგარიშით 1:3 გაიმარჯვა. კლუბს აკლდა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, ჩაბი ალონსო და კრისტიანო რონალდო. გუნდს ასევე აკლდა პეპე, გარაი და ალბიოლი, მაგრამ ტრავმების გამო.
ჟოზემ ოზილი ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ფეხბურთელს სათამაშო დრო ბევრი არ ჰქონია, მაგრამ თურქ–გერმანელმა სტადიონზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მესუთმა ახელ დი მარიას კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ არგენტინელმა ეს შანსი ვერ გამოიყენა. როგორც ჟოზე, აგრეთვე მადრიდისტებიც დიდ იმედებს ამყარებენ გერმანელ ნახევარმცველზე, მესუთ ოზილზე.
ინფორმაციის წყარო defensacentral.com
- 23 აგვისტო 2010
- 1 613
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.