მოდრიჩი „რეალიდან“ მიდის - ლუკას არანორმალური კონტრაქტი შესთავაზეს!
ესპანური გამოცემების ცნობით, ლუკა მოდრიჩს არანორმალურად მაღალი ხელფასი შესთავაზეს, რაც 37 წლის ფეხბურთელისთვის საინტერესო აღმოჩნდა...
დაინტერესებული მხარე ისევ საუდის არაბეთია, რომელიც ხორვატ ფეხბურთელს წლიურად 60 მილიონ ევროს სთავაზობს.
ეს არის ხელფასი, რომელიც ლუკიტას მადრიდულ სარგოს 6-ჯერ აღემატება. ეს კი იმ ფონზე ხდება, რომ ნახევარმცველი სამეფო კლუბში ხელფასის შემცირებასაც განიხილავდა, რომელიც 10 მილიონიდან 8.2 მილიონამდე უნდა დასულიყო.
ესპანური გამოცემების ცნობით, ლუკიტამ მცირე დრო ითხოვა, პასუხის თქმის ვადად კი ხორვატიის ნაკრების შეკრება დასახელდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულმა მადრიდში ნერვიულობა გამოიწვია. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოდრიჩის წასვლის შანსი სერიოზულად არის გაზრდილი.
- 10 ივნისი 2023
- 11 681
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.