ბელინგემს 22 ნომერი სურს, „რეალი“ კი „7“-იანს სთავაზობს
ჯუდ ბელინგემს მადრიდის „რეალში“ 22 ნომრიანი მაისურის მორგება სურს. ინგლისელი ფეხბურთელი თვლის, რომ ეს ციფრი მისთვის იღბლიანი იყო, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში...
პარალელურად, მადრიდული გრანდი ახალწვეულს 7 ნომრიან მაისურს სთავაზობს, თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
22 ნომერი მადრიდულ გრანდში ამ ეტაპზე ანტონიო რუდიგერი, რომლის პოზიციაც ჯერ-ჯერობით უცნობია. არ არის გამორიცხული, გერმანელმა ეს ციფრი დათმოს კიდეც.
რაც შეეხება ბელინგემის პრეზენტაციას. ყველა გამოცემის ცნობით, „ბლანკოსი“ ჯუდს მომდევნო კვირის პირველ ნახევარში წარადგენს.
- 10 ივნისი 2023
- 999
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.