„რეალი“ ალფონსო დეივისისთვის გრძელვადიან ბრძოლას გეგმავს
იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენის „ბაიერნი“ სამეფო კლუბს ალფონსო დეივისის ტრანსფერის საშუალებას არ მისცემს, ფლორენტინო პერესი გრძელვადიან გეგმასაც მოაწერს ხელს...
კანადელმა სამეფო კლუბში უნდა იასპარეზოს, თუ შეთანხმება 2023 წელს ვერ მოხდება, „ბლანკოსი“ 2024 წლის პერსპექტივასაც განიხილავს.
ფაქტია, რომ „რეკორდმაისტერი“ დეივისის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ თავად ფეხბურთელს სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში სურს.
თავის მხრივ, „რეალი“ განაპირა მცველის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროზე მეტს იხდის, მაგრამ ჯერ-ჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევს.
იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი შედგება, დეივი „მერენგებთან“ 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
- 9 ივნისი 2023
- 761
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.