AS - ლევიმ კეინის სანაცვლოდ 115 მილიონი მოითხოვა!
ესპანური „ას“-ის ცნობით, „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელი ჰარი კეინში კოლოსალურ თანხას ითხოვს...
დანიელ ლევი ხვდება, რომ „რეალს“ ფორვარდი ძალიან სჭირდება, სწორედ ამიტომ „ტოტენჰემისთვის“ მაქსიმალურად სასარგებლო წინადადებას ელის.
თავის მხრივ, ფლორენტინო პერესი პოზიციის შეცვლას არ აპირებს და მიიჩნევს, რომ კეინის ასაკის ფეხბურთელში 80-85 მილიონი ევროს გადახდა, თანაც მაშინ, როდესაც ინგლისელს სულ რაღაც 1 წელიწადში ლონდონურ კლუბთან არსებული ხელშეკრულება ეწურება, სავსებით რელევანტურია.
„ას“-ის ცნობით, „რეალისთვის“ ჰარი ტოპ პრიორიტეტია და გუნდი ყველაფერს იღონებს ტრანსფერის დასასრულებლად, მაგრამ თუ ლევი დათმობებზე არ წამოვა, „ბლანკოსი“ ალტერნატიულ გეგმებსაც აამოქმედებს, რომელიც ლაუტარო მარტინესს და სხვა წინახაზელებს ეხება.
- 7 ივნისი 2023
- 1 821
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.