მოუ კანტერანოსებს გუნდთან ერთად თამაშის საშუალებას აძლევს
ჟოზე კანტერანოსებს ნდობას უცხადებს...
ჟოზე მოურინიოსთან ერთად კანტერანოსებს შეუძლიათ გუნდთან ერთად ითამაშონ, მაგრამ ამის შანსი ბევრ მათგანს არ მიეცემა. მადრიდის პირველ გუნდთან ერთად წელს უკვე 8 კასტილიელმა ფეხბურთელმა ითამაშა. ამერიკაში გამართულ ამხანაგურ მატჩებში ტებარის, ალექს ფერნანდესის, , ნაჩოს, ხუანფრანისა და მორატას თამაში ვიხილეთ. დღეს კი ახალგაზრდა ფეხბურთელებს 3 ახალი კასტილიელი ფეხბურთელი შეუერთდა. ხუანანი დღეს "ჰერკულესის" წინააღმდეგ ძირითადში თამაშობდა, ის ცენტრალური მცველია და ახალგაზრდა ფეხბურთელმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მატეოსი და ხოსელუ თამაშის მეორე ტაიმში შეუერთდნენ გუნდს.
ინფორმაციის წყარო defensacentral.com
- 23 აგვისტო 2010
- 1 491
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.