430 მილიონი ევრო 7 ფეხბურთელის სანაცვლოდ - „რეალის“ გეგმა
ესპანური გამოცემების ცნობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის „რეალი“ 430 მილიონ ევრომდე დახარჯავს...
ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი თითქმის დასრულებულია და ამ მიმართულებით ოფიციალური განცხადების გაკეთებას მთელი მადრიდი ელოდება. ინგლისელის ტრანსფერი 100-იდიდან 120 მილიონ ევრომდე დაჯდება.
გზაშია ჰარი კეინის ტრანსფერიც. არაოფიციალური ცნობით, ფლორენტინო პერესი ინგლისელ ფორვარდში დაახლოებით 90 მილიონ ევროს გადაიხდის და მოთამაშეს 3+1 ფორმატის კონტრაქტს გაუფორმებს.
კაი ჰავერცის ტრანსფერზე დღეს ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა. გერმანელმა ფეხბურთელმა „ჩელსის“ უთხრა, რომ პრემიერლიგის დატოვება სურს, მის შესაძლებლობებს კი მადრიდული გრანდი 55 მილიონ ევროდ აფასებს.
გარდა ამისა, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ალფონსო დეივისთანაც, რომელსაც „ბაიერნის“ დატოვებს სურს, მაგრამ „რეკორდმაისტერი“ ჯერ-ჯერობით უარზეა. გავრცელებული ცნობით, ფლორენტინო პერესი გერმანული კლუბის მოხიბვლას 75 მილიონი ევროთი ცდილობდა და სჯერა, რომ ეს შეთანხმება შედგება.
კვლავ ბუნდოვანია მოჰამედ სალაჰის საკითხიც, რომელიც ევროპალიგაზე თამაშის პერსპექტივით არ არის მოხიბლული და მიიჩნევს, რომ ახალი გამოწვევის მიღების დროა. „ლივერპულთან“ ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ პერესი მიიჩნევს, რომ მოს დამატება 50-60 მილიონ ევროს იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, „რეალი“ აქტიურად მუშაობს ხოსელუს, ფრან გარსიას (დასრულებული ტრანსფერი), ბრაჰიმ დიასის და ჩუკვუეზეს ტრანსფერებზეც.
- 6 ივნისი 2023
- 4 781
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.