„რეალმა“ ახალი ტრანსფერი დახურა - ინფორმაციას ადასტურებს ფაბრიციო რომანო
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ კიდევ ერთი ტრანსფერი დახურა, რომელსაც მალე ოფიციალური განცხადებით დაადასტურებს...
ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ადასტურებს, რომელიც ღიად ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ბრაჰიმ დიასი სამეფო კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
შეთანხმება 4 წლიანი იქნება და ვადა 2027 წლის 30 ივნისს ამოეწურება.
საკითხი დახურულია, ბრაჰიმი ბერნაბეუს უბრუნდება და „მილანის“ არაერთი მცდელობის მიუხედავად „რეალში“ იასპარეზებს.
- 6 ივნისი 2023
- 3 589
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.