ბენზემა:„რასაც ახლა ვიტყვი, არასდროს მითქვამს“
კარიმ ბენზემა მადრიდის „რეალს“ გამოემშვიდობა...
„ჩემთვის ძალიან რთულია აქ დგომა და საუბარი. რასაც ახლა ვიტყვი არასდროს მითქვამს, მადრიდის „რეალი“ უნდა დავტოვო.“
„დიახ, სამეფო კლუბი ყოველთვის იყო და იქნება მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, თუმცა ახლა წასვლია დროა.“
„ერთი, ორი, სამი - ჰალა მადრიდ“
„რეალის“ ყველა თამაშს ვუყურებ და დავრჩები ამ გუნდის ერთგულ გულშემატკივრად. ეს არის ადგილი, სადაც 14 წლის მანძილზე ძალიან ბედნიერი ვიყავი.“
„კარიერის „რეალში“ დასრულება ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, მაგრამ ხანდახან გეგმები იცვლება.“
„დიდი მადლობა ფლორენტინო პერესს, ის გამორჩეული ადამიანი და მმართველია, რომელიც წლების მანძილზე დიდ პროფესიონალიზმს იჩენს და კლუბისთვის ყველაფერს აკეთებს.“
„მე ვარ და ვიქნები „ბლანკოსის“ დიდი მხარდამჭერი, ვინაიდან მსოფლიოს ამხელა ისტორიის და ფასეულობების მქონე გუნდი არ ჰყავს.“
- 6 ივნისი 2023
- 2 870
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.