პერესი:„მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ბენზემა...“
ფლორენტინო პერესმა გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე, კარიმ ბენზემას მიმართა და გაწეული შრომისთვის დიდი მადლობა გადაუხადა...
„ყველას მოგესალმებით, ჩემთვის დღეს ძალიან რთული დღეა, ვინაიდან მადრიდის „რეალიდან“ ლეგენდარული ფეხბურთელი, კარიმ ბენზემა უნდა გავაცილო. თვალსწინ მიდგას 14 წლიანი ეპოქა, რომელიც ლეგენდამ ჩვენთან ერთად შექმნა. ბენზემა აქ ახალგაზრდა ასაკში მოვიდა და ეფექტური ნაბიჯები გადადგა, დღეს კი მისი მადრიდული კარიერა სრულდება, რაც ძალიან ემოციურია, როგორც ჩემთვის, ასევე თითოეული მადრიდისტასთვის.“
„ღვაწლი, რომელიც კარიმს „ბლანკოსის“ წარმატებაში მიუძღვის ფასდაუდებელია, ის წლების მანძილზე იდგა „რეალის“ ღირებულებების და ფასეულობების სადარაჯოზე. ვამაყობ, რომ მისი გუნდში გადმოყვანა შევძელი, რამაც სამეფო კლუბს დიდ წარმატებაში შეუწყო ხელი.“
„კარიმ, „რეალის“ გულშემატკივრები ყოველთვის შენთან ერთად იქნებიან, ვინაიდან იდეალური ეპოქა შექმენი, შენი მომენტები დავიწყებას არასდროს მიეცემა. დიახ, მადრიდულმა გრანდმა შენთან ერთად ახალი ისტორია დაწერა.“
„შენ ხარ ერთ-ერთი დიდი ლეგენდა, წარმოუდგენელი ისტორიით და ღვაწლით, რომელიც ჩვენი გუნდის წარმატებაში შეიტანე ნაჩოსთან, მოდრიჩთან და სხვებთან ერთად, რომლებიც წლების მანძილზე შენთან ერთად იდგნენ.“
„კარიმ, არავინ დაივიწყებს შარშანდელ სეზონს, სადაც საოცარი ფეხბურთი ითამაშა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის მე-14 თასის მოგებაში დაეხმარე. დიახ, შენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხარ, რაც ჩემს უკანაც ჩანს. კარიმ, შენ რამდენიმე თვის წინ ოქროს ბურთის მოგება შეძელი და ჩვენ ვამაყობთ ამით.“
„25 ტიტული სამეფო კლუბში, ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. მსგავსი ციფრები კლუბის მრავალწლიან ისტორიაში საუკეთესოა.“
„მივმართავ საზოგადოებას და ღიად ვაცხადებ, რომ ბენზემა წარმოადგენს ყველაფერს, რაც კლუბს ეხება. ეს ჩვენთვის ძალიან რთული და ემოციური მომენტია. ვამაყობთ კარიმით და პატივს ვცემთ მის ფასეულობებს.“
„„9“-იანი „რეალის“ ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია, ასევე მის ანგარიშზეა უამრავი საგოლე გადაცემა და ისტორიული მომენტი, რომელიც სამუდამოდ ჩაიბეჭდა მადრიდისტების გონებაში.“
„ჩვენ ვემშვიდობებით ლეგენდას და არა უბრალო მოთამაშეს. „რეალს“ დღეს კაპიტანი ტოვებს, ღირსეული კაპიტანი, რომელმაც კლუბისთვის ყველაფერი გაიღო.“
„მადრიდული გრანდისა და კარიმის ურთიერთობა მარადიულია და აქ არ სრულდება. თითოეული მადრიდისტა საუკეთესოს გისურვებს და ჩვენი გუნდის კარი შენთვის ყოველთვის ღია იქნება.“
- 6 ივნისი 2023
- 2 587
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.