„რეალის“ სახელფასო ფონდში 75 მილიონზე მეტი იზოგება
კარიმ ბენზემას, ედენ აზარის, მარიანო დიასის და მარკო ასენსიოს წასვლის გამო, მადრიდის „რეალის“ სახელფასო ფონდში 75 მილიონ ევროზე მეტი იზოგება...
აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ყველა გადასახადისა და იმ დამატებითი თანხების სახით, რომელიც ფეხბურთელებთან დაკავშირებით „ბლანკოსს“ უნდა გაეღო.
ფაქტია, რომ თანხა საკმაოდ სოლიდურია, რაც ფლორენტინო პერესს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ტოპ ტრანსფერები აწარმოოს და სუპერ ვარსკვლავებს მაღალი ხელფასიც შესთავაზოს.
„მარკას“ ინფორმაციით, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა ძალიან მასშტაბური სატრანსფერო კამპანიის ჩატარებას აპირებს.
- 4 ივნისი 2023
- 1 460
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.