რევოლუციური ტრანსფერები - „რეალმა“ გეგმა შეცვალა!
ის, რაც „რეალს“ 2024 წელს უნდა გაეკეთებინა, 2023 წელს გააკეთებს, ვინაიდან გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, რიგში კი კიდევ რამდენიმე დგას..
კილიან მბაპეს შეძენა ფაქტობრივად შეუძლებელია და ამას „რეალი“ აცნობიერებს, მაგრამ ფრანგის გარდა სხვა ფეხბურთელებზეც შეიძლება აქცენტის გაკეთება, ხოლო მომდევნო წელს „მერენგები“ მთლიანად ფრანგზე გადაერთვებიან.
პრეზიდენტი პერესი და გენერალური დირექტორი შეთანხმდნენ, რომ „ბლანკოსს“ რევოლუციური სატრანსფერო პოლიტიკა სჭირდება იმისათვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იდგეს.
ბენზემას წასვლამ ყველაფერი აურია, სწორედ ამიტომ „მერენგები“ ძალიან დიდი თანხის დახარჯვას და გუნდის მნიშვნელოვან გაძლიერებას აპირებენ.
„რეალის“ თავდასხმა მომდევნო სეზონში ბევრად უფრო ძლიერი და რესურსიანი იქნება, ვინაიდან გუნდში 3-4 წინახაზელის მოყვანას აპირებენ.
- 4 ივნისი 2023
- 2 744
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.