„რეალმა“ ნაჩოს პასუხი მოთხოვა
ნაჩო ფერნანდესი უკვე დიდი ხანია ფიქრობს. მადრიდის „რეალში“ მიიჩნევენ, რომ ესპანელ ფეხბურთელად საკმაოდ დიდი დრო მიეცა და პასუხის დრო მოვიდა...
მადრიდელთა მხრიდან პასუხი უკვე მოთხოვნილია. თუ ძალიან მალე სამეფო კლუბი პასუხს არ მიიღებს, ჩათვლის, რომ ფერნანდესს დარჩენა არ სურს და შეთავაზება, რომელიც ახლა ესპანელს მაგიდაზე უდევს, ძალადაკარგულად გამოცხადდება.
მადრიდული გამოცემების ცნობით, ნაჩო მილანის „ინტერის“ წინადადებას სერიოზულად განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უჭირს, თუმცა ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში „რეალი“ გააქტიურდა, რომელსაც აქვს უფლება იცოდეს, რჩება თუ არა გამოცდილი უკანახაზელი.
- 4 ივნისი 2023
- 1 005
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.