7 ახალი ფეხბურთელი „რეალში“ - მათ შორის 3 თავდამსხმელია
მადრიდული გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი მადრიდის „რეალში“ 7 ახალი ფეხბურთელის მოყვანას გეგმავს, საიდანაც 3 თავდამსხმელია...
ეს ბუნებრივიც გახლავთ, ვინაიდან სწორედ გუშინ „ბლანკოსმა“ სამი წინახაზელი გაუშვას მარკო ასენსიოს, ედენ აზარის და მარიანო დიასის სახით. დღეს კი კოლექტივს კარიმ ბენზემაც ემშვიდობება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ პრე-სეზონის დაწყებამდე სერიოზულ აქტიურობას გეგმავს და მთლიანად სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მსხვილი ტრანსფერები აქვს დაგეგმილი.
პერესის სიაში ფრან გარსია, ხოსელუ, რობერტო ფირმინო, ჰარი კეინი, ბრაჰიმ დიასი, ჯუდ ბელინგემი და კაი ჰავერცი არიან.
აღნიშნული ფეხბურთელების გარდა განიხილება კიდევ რამდენიმე მოთამაშეც, თუმცა ამ ეტაპზე სერიოზულად საუბარი არ მიმდინარეობს.
„რეალმა“ სრულიად მოულოდნელად აგრესიული სატრანსფერო პოლიტიკა შემოგვთავაზა, რომელიც მომდევნო კვირებში კიდევ უფრო განვითარდება.
- 4 ივნისი 2023
- 9 823
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.