წმენდა „რეალში“ - პერესი 8 ფეხბურთელს უშვებს!
დღევანდელი დღე მადრიდის „რეალის“ მხრიდან განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. კლუბმა უკვე გააოფიციალურა ორი ფეხბურთელის წასვლა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მომდევნო საათებში შესაძლოა კიდევ ერთი მოთამაშის გაშვება დადასტურდეს. საქმე ეხება ედენ აზარს, რომლის მადრიდული კარიერა სრულ ფიასკოს განიცდის...
მადრიდში დიდი წმენდა დაიწყო. პერესი ყველას უშვებს, ვინც გუნდისთვის ნაკლებად საჭიროა. პრეზიდენტს სურს, რომ ადგილები გაათავისუფლოს და აქტიური სატრანსფერო კამპანია აწარმოოს.
მარკო ასენსიოს და მარიანო დიასის შემდეგ, გუნდს ედენ აზარი, ალვარო ოდრიოზოლა, ხესუს ვალიეხო, ფერლან მენდი, დანი სებალიოსი და მაღალი ალბათობით ნაჩო ფერნანდესი დატოვებენ.
აზარის შემთხვევაში საქმე კონტრაქტის ნაადრევ შეწყვეტასთან გვექნება, ნაჩოს და სებას კონტრაქტები ეწურებათ, ახალი შეთანხმება კი არ არსებობს. სხვა შემთხვევაში კი მოთამაშეები გაიყიდებიან.
დაუდასტურებელი ინფორმაციით ზემოაღნიშნულ სიას შესაძლოა ანდრეი ლუნინიც დაემატოს, რომელსაც სამეფო კლუბში დარჩენა არ სურს.
- 3 ივნისი 2023
- 5 370
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.