„რეალში“ აზარის კონტრაქტის გაწყვეტის საკითხს განიხილავენ
როგორც პრეზიდენტი პერესი და გენერალური დირექტორი, ასევე კარლო ანჩელოტი თანხმდებიან იმაზე, რომ ედენ აზარი მადრიდის „რეალს“ საერთოდ არაფერში სჭირდება...
გამომდინარე იქედან, რომ ბელგიელი ფეხბურთელის კონტრაქტის დასრულებამდე მადრიდში დარჩენას გეგმავს, კლუბმა შესაძლოა მას კონტრაქტი ცალმხრივად გაუწყვიტოს და ჯარიმის სახით მთელი წლის ხელფასი გადაუხადოს.
ამ ნაბიჯით „ბლანკოსი“ დაზოგავს ხარჯებს, რომელიც ფეხბურთელის მიმართ მთელი წლის განმავლობაში აქვს გასაწევი, გარდა ამისა კოლექტივში კიდევ ერთი ადგილი გათავისუფლდება.
მარიანოს და ასენსიოს ოფიციალური წასვლის შემდეგ „რეალის“ მთავარ გუნდში ამ ეტაპზე 23 ფეხბურთელი ირიცხება.
Relevo-ს ცნობით, „მერენგებს“ აზარის წარმომადგენლებთან საუბარი კიდევ სურთ იმისათვის, რომ გამოინახოს გზა, რომლითაც მხარეები ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ და დაიშლებიან.
- 3 ივნისი 2023
- 894
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.