„რეალი“ ბენჟამინ პავარს არ ივიწყებს
„რეალის“ ხელმძღვანელობა მიუნხენის „ბაიერნში“ განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება...
სამეფო კლუბი ბენჟამინ პავარს არ ივიწყებს. ფლორენტინო პერესს განაპირა მცველის შეძენა 2021 წელსაც სურდა, მაგრამ „რეკორდმაისტერთან“ შეთანხმება ვერ მოხერხდა, სწორედ ამიტომ, ფრანგი მოთამაშე ბუნდესლიგაში დარჩა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბაიერნსა“ და პავარს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ ხერხდება, მიმდინარე ხელშეკრულების ამოწურვამდე კი 1 წელია დარჩენილი, რაც მიუნხენურ გრანდს იძულებულს ხდის, პავარი გაყიდოს.
ესპანური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელი პავარის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ამზადებს, თავად ფეხბურთელისთვის კი 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას განიხილავს.
- 3 ივნისი 2023
- 489
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.