პერესი 2024 წელს „ახალი გალაქტიკოს“ შექმნას გეგმავს
ესპანური გამოცემები ცნობით, ფლორენტინო პერესი 2024 წელს ახალი გალაქტიკოს შექმნას გეგმავს...
გუნდიდან კროოსის, მოდრიჩის და კარიმ ბენზემას წასვლის შემდეგ, ცვლილებები მართლაც გარდაუვალი იქნება, სწორედ ამიტომ პრეზიდენტი სამომავლო გეგმებზე სერიოზულად მუშაობს.
„რეალი“ 2024 წელს ჰოლანდის და მბაპეს ტრანსფერებისთვის ერთობლივად იბრძოლებს. პერესს მიაჩნია, რომ ამ ორი ფეხბურთელის დამატების შემთხვევაში, უალტერნატივო თავდასხმის ხაზი ეყოლება.
წინა ხაზში ვინისიუსის, მბაპესა და ჰოლანდის ტრიო მართლაც ხმაურიანად ჟღერს.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბელინგემის გარდა „ბლანკოსში“ კიდევ ერთი ვარსკვლავური სტატუსის მქონე მცველიც მოხვდება, რომელიც დიდი ალბათობით ფლანგს გააძლიერებს.
მადრიდში ახალ პროექტზე სერიოზულად მუშაობენ და სურთ, რომ გეგმების განხორციელების შემდეგ „მერენგებმა“ მინიმუმ 10 წლიანი სტაბილურობა შეინარჩუნონ. დიახ, 10 წლიანი, სწორედ ისე, როგორც 2013-იდან 2023 წლამდე მოხდა, სადაც დიდი ცვლილებების მიუხედავად (რონალდუს, ბეილის, მარსელოს, რამოსის წასვლა) გუნდის ბირთვი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა.
- 2 ივნისი 2023
- 2 430
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.