ჰოლანდის დამატება 2024 წელს გაცილებით მარტივი იქნება
მადრიდის „რეალს“ 2023 წლის ზაფხულში ერლინგ ჰოლანდის დამატების არანაირი შანსი არ აქვს, მაგრამ 2024 წელს ვითარება შეიცვლება...
„სიტისა“ და ნორვეგიელს შორის არსებულ კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მანჩესტერში გადასვლიდან 2 წელიწადში, მსურველი კლუბის მხრიდან 150 მილიონი ევროს გადახდისა და თავად ჰოლანდის სურვილის შემთხვევაში, გვარდიოლას გუნდი ვალდებულია მოთამაშეს წასვლის საშუალება მისცეს.
გამოდის, რომ 2024 წელს მადრიდის „რეალი“ 150 მილიონ ევროს გამოყოფს და ნორვეგიელის თანხმობა დასჭირდება. თუ ასე მოხდება, ტრანსფერის ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მადრიდული გამოცემების ცნობით, პერესის მთავარი მიზანი სწორედ ჰოლანდია. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ბენზემას სრულფასოვნად ჩანაცვლებას მოახერხებს მანჩესტერული გრანდის წინახაზელია.
- 2 ივნისი 2023
- 809
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.