კეინი მაინც უმთავრეს მიზნად რჩება
ჰარი კეინი მადრიდის „რეალის“ უმთავრეს მიზნად რჩება. კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ ბენზემა საკითხი ინგლისელთან მიმართებაში გადამწყვეტი არ უნდა იყოს...
„ბლანკოსს“ შესანიშნავი შანსი აქვს იმისა, რომ ძალიან გამოცდილი გოლეადორი დაიმატოს, ვინაიდან თავად ფეხბურთელი ოცნებობს სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშზე.
„მარკას“ ინფორმაციით, გუშინდელი საუბრის დროს პრეზიდენტი პერესი, გენერალური დირექტორი და ანჩელოტი შეთანხმდნენ, რომ კეინის მიმართულებით გუნდი სერიოზულად იმუშავებს.
მიუხედავად იმისა, რომ „ტოტენჰემი“ არაადეკვატურ თანხებს ითხოვს, „ბლანკოსში“ სჯერათ, რომ შეთანხმება შესაძლებელია.
- 2 ივნისი 2023
- 408
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.