350 მილიონი ტრანსფერებისთვის - პერესმა გაძლიერება დაიწყო!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესისთვის კარიმ ბენზემას ფაქტორი გადამწყვეტია...
არსებული ცნობით, „რეალის“ პრეზიდენტი ხვდება, რომ ლეგენდის წასვლის შემდეგ გუნდი ძალიან დასუსტდება, ამას ემატება მარკო ასენსიცო, რომელიც ასევე ახლოსაა წასვლასთან.
პერესი ტრანსფერებში 350 მილიონის დახარჯვას გეგმავს, მის რადარზე არიან ჰარი კეინი, მოჰამედ სალაჰი, რობერტო ფირმინო, დეივისი, ჯუდ ბელინგემი, ბრაჰიმ დიასი, ფრან გარსია (დასრულებული ტრანსფერი) და ერთ-ერთი მარჯვენა მცველი.
ფლორენტინო მიიჩნევს, რომ ჩავარდნის დრო არ არის. მითუმეტეს, ახალი ბერნაბეუს გახსნა ახლოვდება, სადაც „რეალი“ მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, სავსებით შესაძლებელია, რომ „ბლანკოსს“ მომდევნო სეზონში სულ სხვანაირი შემადგენლობა ჰყავდეს.
- 1 ივნისი 2023
- 2 457
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.