„რეალი“ ვარჯიშს დაუბრუნდა
4 დღიანი პაუზის შემდეგ სამეფო კლუბი ვარჯიშს დაუბრუნდა...
კარლო ანჩელოტის შეგირდებმა „ბილბაოსთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს, რომელიც 4 ივნისს არის ჩანიშნული.
დღევანდელ სესიაზე გუნდმა დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და კარში დარტყმებს.
ბაზაზე გამოცხადდა კარიმ ბენზემაც, რომლის მიმართაც დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. თავდამსხმელმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.
ხვალ „მერენგები“ კიდევ ერთ სესიას გამართავენ.
- 31 მაი 2023
- 318
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.