„ტოტენჰემი“ კეინის სანაცვლოდ 80 მილიონს ითხოვს
ლონდონურ „ტოტენჰემს“ ჰარი კეინის გაყიდვის მიმართულებით პრობლემა არ აქვს, მაგრამ გარკვეულ ციფრს ასახელებს...
ინგლისელები ხვდებიან, რომ ჰარი ზაფხულში წავა, ვინაიდან ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს, შესაბამისად, მისი სარფიანად გასხვისება სურთ.
„ტოტენჰემის“ მოთხოვნა 80 მილიონი ევროა.
არსებული ცნობით, „რეალი“ ინგლისელისთვის 50 მილიონს ამზადებდა, მაგრამ ლონდონელებს სულ სხვა პოზიცია აქვს.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ „ტოტენჰემი“ იძულებული გახდება, მოთამაშის ფასი დაწიოს, თუმცა ამისთვის სხვა კლუბებმაც არ უნდა დაასახელონ ასტრონომიული თანხები.
როგორც ჩანს, ჰარის ტრანსფერთან დაკავშირებით ყველაფერი მარტივად ვერ იქნება.
- 27 მაი 2023
- 715
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.