„რეალის“ ფეხბურთელი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს?
არსებული ცნობებით, კატალონიის „ბარსელონა“ „რეალის“ ფეხბურთელის დამატებით ინტერესდება...
საქმე რაღა თქმა უნდა, მარკო ასენსიოს ეხება, რომელიც სამეფო კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. აღნიშნული გარემოება ჟოან ლაპორტას გააქტიურების საფუძველს აძლევს, ვინაიდან ფინანსურ კრიზისში მყოფი კატალონიური გრანდისთვის ასენსიოს დონის ფეხბურთელის უფასოდ დამატება მიმზიდველია.
მარკოს სურს სათამაშო დრო, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვედრა, გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელის როლი და ასე შემდეგ, „ბარსელონა“ კი მზად არის, მას საკუთარი პროექტი წარუდგინოს.
ზოგიერთი გამოცემის ცნობით, „ბარსა“ „რეალთან“ ომს არ აპირებს, მაგრამ თუ ასენსიოს „კამპ ნოუზე“ თამაშს დათანხმდება, ტრანსფერისთვის ყველა ნაბიჯი გადაიდგმება.
- 27 მაი 2023
- 3 836
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.