6 წელი ლა ლიგის 33-ედ მოგებიდან
დღეს, 21 მაისს 6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის თასი 33-ედ აღმართა...
2017 წლის 21 მაისს მადრიდელებმა დიდი ზეიმი მოაწყვეს.
იმ სეზონში სამეფო კლუბმა 93 ქულას მოუყარა თავი და საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.
ასევე აღსანიშნავია, რომ გასვლით დაპირისპირებებში გუნდმა 58 გოლის გატანა შეძლო, რაც უნიკალური შედეგი გახლდათ, საერთო ჯამში კი ლა ლიგის 38 ტურში „მერენგებმა“ 106-ჯერ შეარხიეს მეტოქის კარის ბადე.
2017 წელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო იყო, რადგან კოლექტივმა 5 ტიტულის მოგება შეძლო. ზიზუს გუნდის ანგარიშზე ევროპის სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო მუნდიალი, ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა ჩაიწერა.
- 21 მაი 2023
- 310
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.