„რეალი“ „მან.სიტის“ ვარსკვლავს დაიმატებს
მადრიდული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ ტრანსფერზე უკვე სერიოზულად მუშაობს...
მართალია ფლორენტინო პერესმა ჟოაო კანსეულ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ დაიმატა, მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია.
„„რეალი“ ფერლან მენდის ყიდის, მის ადგილზე კი არაერთ ფეხბურთელს მოიაზრებს.
ჟოაო კანსელუ სეზონის ბოლოს „ბაიერნიდან“ „სიტიში“ დაბრუნდება, მაგრამ პრემიერლიგაში დარჩენა არ სურს, რადგან პეპ გვარდიოლასთან დაპირისპირება აქვს.
„ბლანკოსი“ „მან.სიტის“ ვარსკვლავის საყიდლად ყველაფერს იღონებს, რადგან მიიჩნევს, რომ პორტუგალიელის უნივერსალობა ძალიან ბევრს ნიშნავს.
თავის მხრივ, „სიტისთან“ მოლაპარაკებები რთული არ უნდა იყოს, ვინაიდან ფაქტია, რომ კანსელუ მანჩესტერული გრანდის გეგმებში აღარ შედის.
- 19 მაი 2023
- 3 594
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.