ბუტრაგენიო:„ანჩელოტის გუნდთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს“
ემილიო ბუტრაგენიომ „სიტისთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„პირველ რიგში მსურს, მივულოცო მანჩესტერ „სიტის“ ფეხბურთელებს, ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ ფინალში გასვლას.“
„ჩვენი ფეხბურთელებისთვის დღევანდელი საღამო მძიმე გამოდგა, ისინი ცდილობდნენ სიტუაციის შეცვლას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ანგარიში 2-0 გახდა, ამოცანა ფაქტობრივად შეუსრულებელი იყო.“
„მესმის გულშემატკივრების, მაგრამ ხანდახან „რეალიც“ აგებს. ეს ჩვენთვის ძალიან მძიმედ აღსაქმელია.“
„კარლო ანჩელოტის სამეფო კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, რომელსაც ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.“
„გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზი კიდევ მოიტანს შედეგს. ვეცდებით, ზაფხული ნაყოფიერად გამოვიყენოთ და მომდევნო სეზონს მოწოდების სიმაღლეზე შევხვდეთ.“
- 18 მაი 2023
- 690
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.