გვარდიოლა:„„რეალთან“ გამარჯვება ურთულესი იქნება“
პეპ გვარდიოლამ „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და ბევრი საინტერესო საკითხი მიმოიხილა...
„ფეხბურთში არ არსებობს კომპონენტი, რომლის გაკონტროლებაც არ შეიძლება. იმედი მაქვს, ხვალინდელ მატჩში ჩემი ფეხბურთელები ყველაფერს პირწმინდად შეასრულებენ და ფინალში გასვლას შეძლებენ.“
„თუ წარმოუდგენელად ძლიერ ფეხბურთს არ ვითამაშებთ, „რეალის“ დამარცხება გამორიცხულია, სწორედ ამიტომ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ წინსვლისთვის.“
„ჩვენ გვმართებს უფრო მეტი, უფრო დიდი შეტევა, მაღალი ხარისხი და იმაზე კარგი ფეხბურთის ჩვენება, ვიდრე სანტიაგო ბერნაბეუზე ვაჩვენეთ. სწორედ ეს იქნება წარმატების საიდუმლო.“
„უმძიმესი მეტოქე გვყავს, მადრიდული გრანდის წინააღმდეგ თამაში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში რა თქმა უნდა არავის სურს, მაგრამ როდესაც ჩემპიონობაზე აცხადებ პრეტენზიას, ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება უნდა შეძლო.“
„რატომ არის ლიდერი ვინისიუსი, როდესაც ანჩელოტის განკარგულებაში კროოსი, მოდრიჩი და ბენზემა არიან? „„რეალს“ გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, ამ გუნდში ლიდერის სტატუსს ბევრი მოთამაშე ირგებს. ჩვენ ინდივიდებზე არ ვფიქრობთ.“
„შეტევაში განსაკუთრებული სიზუსტე გვმართებს, გარკვეული გეგმები მაქვს, რომელიც წინა ხაზს უკავშირდება.“
„არ ვიცი, რატომ თამაშობს „რეალი“ ასეთ ფეხბურთს ჩემპიონთა ლიგაზე, ეს რომ ვიცოდი, აქამდე ბევრჯერ დავამარცხებდი.“
„შარშანდელ შედეგს (4-3) ახლავე მოვაწერდი ხელს და ფინალში გავიდოდი.“
„„ბლანკოსს“ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, ეს ყოველთვის ასეა, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები მაქსიმალურად მობილიზებულები იქნებიან. მეტოქეს საკუთარი ფეხბურთის ჩვენების საშუალებას არ მივცემთ.“
„დაე გაიმარჯვოს იმ კოლექტივმა, რომელიც უკეთესად ითამაშებს და დაიმსახურებს ჩემპიონთა ლიგის ფინალისტობას.“
- 16 მაი 2023
- 2 983
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.