რამდენ მილიონს მიიღებს ბელინგემი „რეალში“? - ახალი რეკორდი!
ესპანური გამოცემების ცნობით, ჯუდ ბელინგემი მადრიდის „რეალის“ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილზე იქნება, თუმცა ისტორიის მანძილზე „„ბლანკოსის“ არცერთ ნახევარმცველს არ ჰქონია მსგავსი შემოსავალი...
ინგლისელი ფეხბურთელის კონტრაქტი 6 წელს გაითვალისწინებს, რომლის ჯამური ღირებულებაც 90 მილიონ ევროს გაუტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯუდის შემოსავალი წლიურად 15 მილიონ ევროს მიაღწევს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, სუფთა ხელფასის სახით ბელინგემი 13.5 მილიონს მიიღებს, მაგრამ კონტრაქტში ჩაიდება პუნქტები, რომელიც ახალგაზრდისთვის მარტივად შესასრულებელი უნდა იყოს, ეს კი მას დამატებით 1.5 მილიონის გამომუშავების საშუალებას მისცემს.
შეთანხმებაში ჩაიდება პუნქტები სათამაშო დროის, მატჩების რაოდენობის, გოლების, საგოლე გადაცემების და სხვა კომპონენტების შესრულებასთან დაკავშირებით.
ესპანური გამოცემების ცნობით, ბელინგემისთვის ბრძოლას ყველა გუნდი ჩამოშორდა, ვინაიდან ყველამ გაიგო, რომ ფეხბურთელსა და „რეალს“ შორის შეთანხმება ბუნდესლიგის დასრულების შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდება.
ასევე ცნობილია, რომ ჯუდის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდს ევროს მიაღწევს.
- 16 მაი 2023
- 1 188
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.