გადაწყვეტილია - თუ ეს მოხდება, მბაპე „რეალში“ ითამაშებს!
ესპანური გამოცემების ცნობით, კილიან მბაპეს საგა გრძელდება...
იმ შემთხვევაში, თუ ლოტინი „პსჟ“-სთან ურთიერთობის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწევს, მადრიდის „რეალი“ მზად არის, მის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო გადაიხადოს.
პერესი მბაპეს პირდება, რომ უკან არ დაიხევს, მაგრამ ამისთვის თავად ფეხბურთელს პარიზულ გრანდთან ურთიერთობის მოგვარება მოუწევს.
„რეალში“ გადაწყეტილება მიღებული აქვთ და ცალსახა გეგმას მიყვებიან, რომელსაც გუნდი არ გადაუხვევს.
თუ კილიანი ამჟამინდელ კლუბს ვერ მოურიგდება, „რეალი“ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს და 2024 წელს გასავითარებელ მოვლენებს დაელოდება, სხვა შემთხვევაში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტრანსფერი ამავე ზაფხულს შედგება და „ბლანკოსი“ კოლოსალური თანხის გადახდაზე უარს არ იტყვის.
- 16 მაი 2023
- 1 974
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.