ვაარტი და კიდევ 20 მილიონი დროგბას სანაცვლოდ?
მადრიდის ”რეალის” დამრიგებელი ჟოზე მაურინიო თანახმაა გაუშვას ”ჩელსიში” რაფაელ ვან დერ ვაარტი და ამის გარდა კიდევ დაამატოს 20 მილიონი, იმისთვის, რომ შეიძინოს მისი ყოფილი შეგირდი დიდიე დროგბა.
არისტოკრატებმა უკვე განაცხადეს, რომ დროგბა არ იყიდება, თუმცა მადრიდელები თავისას არ იშლიან და ჯიუტად ცდილობენ დიდიეს გადმობირებას.
ფეხბურთელის აგენტის თქმით, სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ დაიხურება, მანამდე არაფერია გამორიცხული. ასე, რომ იმედი ვიქონიოთ, რომ დროგბა ”რეალის” მოთამაშე გახდება.
ჟოზე მაურინიოს კი ძალიან სურს შეხვდეს, მადრიდის ”რეალის” სპორტულ დირექტორ ხორხე ვალდანოს. ალბათ ყველა ხვდებით პორტუგალიელი თავკაცის განზრახვას.
როგორც ვიცით, ვალდანომ განაცხადა, რომ გუნდს რამოდენიმე მოთამაშე დატოვებს. მაურინიოს კი ვაარტის გაყიდვა დროგბას ტრანსფერისთვის სჭირდება.
წყარო:tribalfootball.com
- 22 აგვისტო 2010
- 1 478
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.