„სიტისთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო
დასვენების დრო არ არის. კარლო ანჩელოტიმ აღდგენითი ვარჯიში გამართა...
დღევანდელ სესიაზე „ხეტაფესთან“ მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელები აღდგენითი პროცესით დაკავდნენ, დანარჩენებმა კი ყველა დავალება სრულფასოვნად შეასრულეს.
ანჩელოტიმ ვარჯიში სატრენაჟორო დარბაზში დაიწყო, სადაც მოთამაშეებმა ფიზიკურ კონდიციებზე იზრუნეს, შემდეგ კი კოლექტივმა მწვანე მინდორზე გადაინაცვლა.
ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, პრესინგს, კარში დარტყმებს, ბურთის ფლობის კომპონენტს და სტანდარტულებს.
ედუარდო კამავინგა დატვირთვას არ იღებს, მას სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაუტარდეს.
- 14 მაი 2023
- 415
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.