ქომაგები უპირატესობას რუდიგერს ანიჭებენ
კარლო ანჩელოტი „სიტისთან“ დაპირისპირების წინ დიდი დილემის წინაშე დგას. მაშინ, როდესაც ედერ მილიტაოს დისკვალიფიკაცია პრობლემად მიიჩნეოდა, მოედანზე ანტონიო რუდიგერი გავიდა, რომელმაც დავიდ ალაბასთან ერთად ბრწყინვალე დუეტი შექმნა და ერლინგ ჰოლანდს განძრვის საშუალება არ მისცა...
ახლა მილიტაო ბრუნდება, მაგრამ ანჩელოტი ფიქრობს, რომელ ფეხბურთელებს მიანიჭოს უპირატესობა.
ის, რომ ალაბა შემადგენლობაში იქნება გადაწყვეტილია, მაგრამ ვინ შეუწყვილდება ავსტრიელს ნამდვილად საკითხავია.
ამ საკითხთან დაკაშირებით „მარკამ“ გამოკითხვა აწარმოა, სადაც ხმების აბსოლუტური უმრავლესობა გერმანელ ფეხბურთელს აქვს და არა ბრაზილიელს.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა დადგეს სასტარტოში?
- 14 მაი 2023
- 900
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.