მოდრიჩი:„„რეალს“ კონცენტრაციის პრობლემა არასდროს ჰქონია“
ლუკა მოდრიჩმა ლა ლიგის 34-ე ტურში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ჩვენ კარგი თამაში ჩავატარეთ და გამარჯვებას მივაღწიეთ. მიხარია, რომ აქტივში 3 ქულა ჩავიწერეთ და კარგი განწყობა გვაქვს.“
„„რეალს“ კონცენტრაციის პრობლემა არასდროს ჰქონია. გუნდი მანჩესტერში ვიზიტზე ფიქრობს და გვჯერა, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია.“
„თუ გვარდიოლას კოლექტივის მისსავე მოედანზე დამარცხება გვსურს, შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ.“
„დე ბრუინი? ჰოლანდი? ეს კითხვა ბერნაბეუს მატჩამდეც ისმოდა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მათზე ვერ ვიფიქრებთ, „რეალის“ მიზანი „სიტისთან“ გამარჯვებაა და არა კონკრეტულ ფეხბურთელებთან.“
- 14 მაი 2023
- 1 388
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.