ნაჩო:„მანჩესტერში ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ფინალში“
ნაჩო ფერნანდესმა „ხეტაფესთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„პირველ ტაიმში ტემპი გვაკლდა, მეორეში კი გაცილებით უფრო გააზრებული და შინაარსობრივი ფეხბურთი ვითამაშეთ, რასაც ასენსიოს მიერ გატანილი გოლი მოჰყვა.“
„განწყობა პოზიტიურია და ვეცდებით, ოთხშაბათის შერკინებასაც ანალოგიური შემართებით შევხვდეთ.“
„დღევანდელი გამარჯვებით მოხარულები ვართ. გუნდი ბოლომდე არ დაიხარჯა, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც დააფიქსირა, ახლა კი სრული ყურადღება მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირებაზე გვაქვს გადასატანი.“
„მანჩესტერში ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ფინალში. ჩვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა გადამწყვეტ ეტაპამდე და გვჯერა, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია.“
„ამ მატჩს 1/2 ფინალთან არაფერი ჰქონდა საერთო, თუმცა მუხტის მიღება ყოველთვის მნიშვნელოვანია.“
- 14 მაი 2023
- 304
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.