მუსა დიაბი ანჩელოტის გემოვნებაში ჯდება
იმ შემთხვევაში, თუ კარლო ანჩელოტი „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს შეინარჩუნებს, მუსა დიაბის მადრიდში მოხვედრის შანსი გაიზრდება...
23 წლის შემტევი კარლო ანჩელოტის გემოვნებაში ჯდება, ხოლო ფლორენტინო პერესი ჯერ არ ჩქარობს.
პრეზიდენტი საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც გუნდის მესაჭეს უკავშირდება, გეგმებს ჩამოაყალიბებს.
ფაქტია, რომ ანჩელოტი მარჯვენა შემტევს ითხოვს, დიაბი კი პროგრესირებს და ყველას აჩვენებს, რომ როგორც ტექნიკურ, ასევე ტაქტიკურ დონეზე შესანიშნავია.
დიაბის ფასი ამ ეტაპზე 50 მილიონ ევროს აღწევს.
- 12 მაი 2023
- 961
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.