ვან გოლმა რაულს აჯობა
მადრიდის ”რეალის” ყოფილ კაპიტანს რაულ გონსალეს ბლანკოს ბუნდესლიგაში კარგი დებიუტი ნამდვილად არ ქონია. რაულის ”შალკე” ნისტელროის ”ჰამბურგს” შეხვდა. გონსალესმა მოედანზე 60 წუთი დაჰყო, მაგრამ გუნდს ვერაფრით დაეხმარა.
ანაგრიში 46-ე წუთზე რუდ ვან ნისტელროიმ გახსნა. მატჩის 60-ე წუთზე მოედნიდან გაძევებული იქნა ”შალკეს” მცველი ბენედიქთ ჰოვედესი.
რაული თავის საუკეთესო ფორმისგან ჯერ კიდევ შორს არის და სწორედ ამიტომ ელ კაპიტანო 62-ე წუთზე შეცვალეს. გეზელკიხენელებმა 80-ე წუთზე ჯეფერსონ ფარფანის გოლის წყალობით შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ 83-ე წუთზე ვან გოლმა ”ჰამბურგი” კვლავ წინ გაიყვანა. საბოლოდ 2-1 ”ჰამბურგის” სასარგებლოდ.
ინფორმაცის წყარო:defensacentral.com
- 22 აგვისტო 2010
- 1 872
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.