თუ ასენსიო „რეალიდან“ წავა, პერესს ახალი კანდიდატი უკვე მოძებნილი ჰყავს
ესპანური გამოცემების ცნობით, თუ მარკო ასენსიო „რეალთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, სამეფო კლუბის ღირსებას კიდევ ერთი ესპანელი დაიცავს...
საქმე ეხება დანი ოლმოს, რომელიც „ლაიფციგის“ ღირსებას იცავს და სეზონის ბოლოს კლუბის შეცვლა აქვს გადაწყვეტილი.
თავის მხრივ, „ლაიფციგის“ ხელმძღვანელობამ იცის, რომ დანის უნდა შეელიოს, ვინაიდან 2024 წლის ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი ხდება.
იმ შემთხვევაში, თუ სამეფო კლუბს ასენსიო დატოვებს, პერესი მის ჩანაცვლებას ოლმოთი აპირებს.
გარდა ამისა, გერმანული გამოცემები იუწყებიან, რომ ესპანელი მოთამაშის შეძენა „ბაიერნსაც“ სურს.
- 12 მაი 2023
- 1 270
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.