ვინისიუსი:„შესაძლოა ეს გოლი საუკეთესოდ იქცეს“
ვინისიუს ჟუნიორმა „სიტისთან“ დაპირისპირება შეაფასა...
„ეს იყო მატჩი, სადაც ორივე გუნდს გარდამავალი უპირატესობა ჰქონდა. პირველი ტაიმი მძიმედ დაიწყო, თუმცა დროის გასვლასთან ერთად „რეალი“ უმჯობესდებოდა.“
„გოლი, რომელიც გავიტანე მართლაც ეფექტური იყო. თუ ფინალში გავალთ, ჩავთვლი, რომ ეს ბურთი ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესოა.“
„გვარდიოლას ჩახუტება? მან მითხრა, რომ გუნდში ჩემი სტილის მოთამაშე არ ჰყავს. მიხარია, რომ ასეთი დონის მწვრთნელისგან ოვაციები დავიმსახურე.“
„შანსები კვლავ თანაბარია, ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ და გვჯერა, რომ ინგლისში გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია.“
„თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა გვსურს, ყველანაირ წნეხს უნდა გავუძლოთ და ამისთვის მზად ვართ.“
„როდესაც შენს უკან კროოსი და მოდრიჩი თამაშობენ, შეგიძლია ყველაფერი წარმოიდგინო, ისინი უბრალოდ გენიოსები არიან და თამაშს ამარტივებენ.“
- 10 მაი 2023
- 8 533
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.