რაფაელი ინტერსაც მოუნდა
იტალიურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი, სერიოზულად არის დაინტერესებული რაფაელ ვან დერ ვაარტის შეძენით...
La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით ბენიტესს სნეიდერი-ვაარტის დუეტის ხილვა ძალიან სურს. მასიმო მორატის "რეალთან" ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს და არ არის გამორიცხული, რომ ჰოლანდიელმა სწორედ მილანურ კლუბში ამოყოს თავი.
იტალიელები ვან დერ ვაარტის სანაცვლოდ 14 მილიონ ევროს იხდიან, მაგრამ მიგელ პარდესამ სულ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნახევარმცველი სარფიან ფასში უნდა გაიყიდოს, სხვა შემთხვევაში "ბლანკოსი" არ შეელევა მას. რამდენად სარფიანი იქნება ეს გარიგება ესპანური მხარისთვის ამას დრო გვიჩვენებს.
თავად ფეხბურთელი კლუბიდან წასვლის კატეგორიული წინააღმდეგია, მისი თქმით მადრიდში ყველაფერი კარგად მიდის და არსად წასვლას არ აპირებს.
- 21 აგვისტო 2010
- 1 562
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.