მაკელელე:„„რეალი“ დიდი გუნდია, მაგრამ „სიტის“ საჩემპიონო გზას ადგას“

კლოდ მაკელელემ მადრიდის „რეალისა“ და მანჩესტერ „სიტის“ მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა...

„მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარი ვარ, ეს კოლექტივი ჩემთვის ბევრს ნიშნავს და მივიჩნევ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება სამეფო კლუბისთვის ყოველთვის შესაძლებელია, თუმცა ევროტურნირზე თამაში „სიტიმაც“ ისწავლა და ვთვლი, რომ გვარდიოლას კოლექტივი საჩემპიონო გზას ადგას. მათ წააგეს, წააგეს, წააგეს, მაგრამ მიიღეს გამოცდილება და წელს სულ სხვა გუნდი ჰყავთ, რომელიც ბრწყინავს როგორც პრემიერლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგის მატჩებში.“

„მანჩესტერულმა გრანდმა ააშენა დაცვითი ბლოკი, ბრწყინვალეა ნახევარდაცვაში და აგრესიულად უტევს შეტევის ხაზით. ვფიქრობ, „სიტი“ მომწიფდა და საჩემპიონოდ მზად არის, სწორედ ამიტომ „რეალს“ ძალიან გაუჭირდება. დიახ, ვიცი რა მოხდა შარშან, თუმცა ახლა სხვა ვითარებაა. ახლა გვარდიოლას კიდევ უფრო დახვეწილი, ტაქტიკურად გამართული და მოტივირებული გუნდი ჰყავს.“

„ვინისიუსი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მისნაირი ფეხბურთელის გუნდში ყოლაზე ალბათ ყველა ოცნებობს. ვინი აკეთებს დრიბლინგს, ამწვავებს სიტუაციას, არიგებს საგოლე გადაცემებს და იტანს გოლებს. მეტი რა უნდა გააკეთოს? ის უბრალოდ შეუდარებელი მოთამაშეა.“

„ვინის სჭირდება დაცვა, მის მიმართ აგრესია დიდია, მაგრამ ეს კომპონენტი აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, მას არ დაუმსახურებია იქ ქმედებები, რასაც მის წინააღმდეგ ჩადიან.“

„მიკვირს, რამდენად სწრაფად მოერგო „რეალს“ ედუარდო კამავინგა, ის სულ რაღაც 20 წლის არის, მაგრამ ყველა ტიტულის მოგება მოასწრო. სისწრაფე, ტექნიკა და უნივერსალურობა ედუს ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელად აქცევს. მე მას ნახევარმცველად ვხედავ, დანარჩენს კი წლები გვიჩვენებს.“

  • Hala
  • 8 მაი 2023
  • 1 457
  • 7

1

8 მაი 2023 21:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797

2

8 მაი 2023 21:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ES TU UBALESHIKEBS SITIS WAADGEBA :D TAMASHIS BOLOS VNAXAVT RAS IBURDGUNEB

3

8 მაი 2023 23:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 871
ორშქბათობას თუ უყურებთ რეებს ბაზრობენ იმენა ბაციკაძე და ის სტუმარი ვინც ყავთ მოწვეული. ტიპებმა ოქროს ბურთის კანდიდატებში ჰალანდი გაიყვანეს მესამე ადგილზე. წინ მბაპე და მესიო. პრემიერ ლიგის რეკორდი ხომ დაამყარა ამ კაცმა, პრემიერლიგის ბომბარდირიც გახდა, დიდი შანსია მოიგოს ჩემოიონატი, ლიგის ბომბარდირი ხომ არის და შანსი აქვს ფინალში გავიდეს და ლიგა დადოს. რავი ძმაო, ჰალანდმა ლიგაც თუ მოიგო და პრემიერლიგაც და მაინც მესამე ადგილზე გავიდა ოქროს ბურთის კანდიდატებში, მართლა სექტა.ჯი არის რა!

4

8 მაი 2023 23:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 279
ციტატა: murtoreali777

მეფემ მსოფლიო მოიგო და მორჩა სუ რო გადარეკორდოს ამ სეზონში არავინ მისცემს ჰოლანდს ოქროს ბურთს

5

8 მაი 2023 23:47

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: vanoboy

6

9 მაი 2023 03:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მომწონს სიტის რო აფავორიტებს ყველა

7

9 მაი 2023 10:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
ციტატა: murtoreali777
ორშქბათობას თუ უყურებთ რეებს ბაზრობენ იმენა ბაციკაძე და ის სტუმარი ვინც ყავთ მოწვეული. ტიპებმა ოქროს ბურთის კანდიდატებში ჰალანდი გაიყვანეს მესამე ადგილზე. წინ მბაპე და მესიო. პრემიერ ლიგის რეკორდი ხომ დაამყარა ამ კაცმა, პრემიერლიგის ბომბარდირიც გახდა, დიდი შანსია მოიგოს ჩემოიონატი, ლიგის ბომბარდირი ხომ არის და შანსი აქვს ფინალში გავიდეს და ლიგა დადოს. რავი ძმაო, ჰალანდმა ლიგაც თუ მოიგო და პრემიერლიგაც და მაინც მესამე ადგილზე გავიდა ოქროს ბურთის კანდიდატებში, მართლა სექტა.ჯი არის რა!

არვიცი მბაპე საერთოდ რატო მოიაზრება მაგ სიაში. ნუ გავიგე მესი მესია და სახელია თორე ლიგა ერთით არც მას არ ესაქმება არაფერი სამეულშიც კი. და თუ დეკემბერში მოიგო ჩემპიონატი ეს იმას არ ნიშნავს რომ 1 წლის შემდეგ ამის გამო ეკუთვნის რაიმე ჯილდო. თუ რეალმა მოიგო ლიგა გავბედავ და ვიტყვი რომ მთავარი ფავორიტი ვინი უნდა იყოს. ხოლო სიტის შემთხვევაში დე ბრუინი ჰოლანდიდან ერთ ერთი. ლიგა ერთის ვაი ვაგლახით მოგების გამო ჯილდო არავის უნდა შეტენო

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)