გეგმა ჰოლანდის და დე ბრუინის შესაჩერებლად
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტის ნახევარდაცვაში სპეციალური გეგმა აქვს, რომელსაც ჰოლანდისა და დე ბრუინის შესაჩერებლად უნდა გამოიყენოს...
ფედერიკო ვალვერდეს ფაქტორი შესაძლოა გადამწყვეტიც გახდეს. ურუგვაელ ფეხბურთელზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. კარლო მიიჩნევს, რომ ვალვერდემ „სიტისთან“ დიდი ენერგია უნდა დახარჯოს და ყველგან გაჩნდეს, სადაც გუნდს დასჭირდება.
არსებული ცნობებით, „რეალი“ ფედეზე დიდ ფსონს ჩამოდის და სჯერა, რომ მოთამაშე დაუღალავი შრომის ფონზე თანაგუნდელების დახმარებას და „სიტის“ მთავარი ვარსკვლავების განეიტრალებას შეძლებს.
გარდა ამისა, სპეციალური დავალებები ექნებათ მიცემული ანტონიო რუდიგერს და დავიდ ალაბას, რომლებსაც შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ანჩელოტი 4-4-2 სქემაზეც ფიქრობს, მაგრამ უპირატესობას მაინც 4-3-3-ს ანიჭებს.
- 8 მაი 2023
- 1 762
- 6