კარვახალი:„სრული კონცენტრაცია ფინალზე გვაქვს გადატანილი“
დანიელ კარვახალმა „ოსასუნასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო საკითხები მიმოიხილა...
„9 წლის წინ სამეფო თასის მოგება შევძელი და ის მომენტი არასდროს დამავიწყდება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო და ახლაც კარგად მახსოვს.“
„ყველა ფეხბურთელის კარიერაშია კარგი და ცუდი მომენტები, ასევე ჩავარდნა და აღმავლობა. ვფიქრობ, ახლა საკმაოდ კარგ სიტუაციაში ვიმყოფები და როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისითი მოწოდების სიმაღლეზე ვდაგავარ. ჩვენ დიდი რესურსი გვაქვს, მსგავსი ტიპის მატჩებს გამოცდილება სჭირდება, რაც „ბლანკოსს“ ნამდვილად არ აკლია.“
„სამეფო თასის მოგებისთვის ყველაფერს ვიღონებთ. ლა ლიგისგან განსხვავებით, ახლა საკმაოდ დიდი შანსი გვაქვს, რომელსაც გამოყენება სჭირდება.“
„„ოსასუნამ“ ფინალურ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გვმართებს, ჩვენ ძლიერი მეტოქე გვყავს.“
„მსაჯებზე საუბარი არ მსურს. იმედი მაქვს, დაპირისპრება ხარვეზების გარეშე ჩაივლის.“
„ვინისიუსის წინააღმდეგ მცველები ხშირად ჯარიმდებიან, ვინაიდან ის სულ დრიბლინგის პროცესშია. ბრაზილიელის შეჩერება ძალიან რთულია, სწორედ აქედან გამომდინარე, მის ირგვლივ აგრესიაც დიდია, თუმცა ეს უნდა იყოს სპორტული აგრესია და ამ ფარგლებს არ უნდა სცდებოდეს. სამხრეთ-ამერიკელის მიმართ ესპანეთის სხვადასხვა წერტილში არაერთხელ მოიქცნენ უსამართლოდ და ეს უნდა შეიცვალოს.“
„ვინიმ ბევრი იმუშავა, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. სწორედ ამიტომ ის დღეს მსოფლიო დონის შემტევია.“
„გაძევება წინა ტურში? გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებოდი, რასაც შემდეგ სოც.ქსელშიც გამოვეხმაურე, თუმცა მალევე გადავწყვიტე ჩემი „პოსტის“ აღება.“
„მოტივაცია ძალიან მაღალია. ბევრ მოთამაშეს „ლა კოპა“ არ მოუგია და ოცნებობს ამის გაკეთებაზე. ჩვენ შემართულები ვართ და გვჯერა, რომ წარმატების მიღწევას შევძლებთ.“
„წინ გადამწყვეტი კვირები გველის. „ოსასუნასთან“ გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალზე გადავერთვებით.“
„ვაცნობიერებთ, რამდენად მძიმე მეტოქეა „სიტი“, მაგრამ ახლა გუნდის ყურადღება „ლა კოპაზეა“ გადატანილი.“
- 6 მაი 2023
- 429
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.