ანჩელოტი:„ფინალი აუცილებლად უნდა მოვიგოთ“
კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნასთან“ ფინალური დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი და ორგანიზებული მეტოქე. თანაბარ მატჩს ველი, სადაც ყველა დეტალს მნიშვნელობა ექნება. ფინალში ვართ და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.“
„ფინალში თამაშს ყველა მოთამაშე იმსახურებს. თერთმეტეულის არჩევა გამიჭირდება, მაგრამ ვეცდებით, საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო.“
„„ოსასუნასთან“ და „სიტისთან“ იდენტური შემადგენლობა? გამორიცხული არ არის.“
„თასის მოგება გვჭირდება, დიდი ხანია „რეალს“ „ლა კოპაზე“ წარმატებისთვის არ მიუღწევია.“
„თუ გავიმარჯვებთ პომპეზურადაც აღვნიშნავთ. არ ვიცი რა ფორმატში და როგორ, მაგრამ ჩემპიონობა ისე არ ჩაივლის.“
„ალაბა სათამაშოდ მზად არის. ვნახოთ, იქნება თუ არა სასტარტო შემადგენლობაში.“
„მოტივაცია ამაღლებულია. ყველაფერს გავაკეთებთ ჩემპიონობისთვის. მატჩის დასრულების შემდეგ მადრიდში არ დავბრუნდებით, ღამეს სევილიაში გავატარებთ.“
„ბოლო მატჩებში გოლები გავუშვით, მაგრამ ფინალში დაცვის ხაზი მოწოდების სიმაღლეზე იდგება.“
„მოდრიჩთან კომუნიკაცია კიდევ მექნება. თუ ხორვატი თავს კომფორტულად იგრძნობს, მოედანზე გასვლის საშუალებას მივცემ. ვნახოთ, რა მოხდება.“
„არ ვფიქრობ იმაზე, რომ გამათავისუფლებენ. ჩემი და და ფლორენტინო პერესის ურთიერთობა შესანიშნავია.“
„იმედი მაქვს, სამართლიანი თამაში იქნება და მსაჯის ჩართულობა არ გახდება საჭირო.“
„ბუნებრივია, გამარჯვების ილუზია გვაქვს. აქამდე დიდი გზა გამოვიაროთ, თასის მოპოვებისთვის კი კიდევ 1 ნაბიჯია გადასადგმელი.“
„ნეიმარი „ბარსელონაში“? თუ კატალონიელები მას დაიმატებენ, რესურსს გაზრდიან, ბრაზილიელს პატივს ვცემ, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის.“
„გასახდელში ბრწყინვალე ატმოსფეროა, „რეალი“ მოედანზე გამარჯვებისთვის გავა. ჩვენ გვაქვს ერთობა, რომელსაც არ ვუღალატებთ.“
- 6 მაი 2023
- 2 602
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.