პერესი კამავინგას მარცხენა მცველად ვერ ხედავს
ფლორენტინო პერესი ედუარდო კამავინგას მარცხენა მცველად ვერ ხედავს...
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ფრანგმა ახალგაზრდამ მოედნის ცენტრში უნდა ითამაშოს, სწორედ ამიტომ „რეალი“ ზაფხულში დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებაზე სერიოზულად იზრუნებს.
ფრან გარსიას გარდა სამეფო კლუბის მიზანი კიდევ ერთი მარცხენა მცველის დამატება იქნება, ვინაიდან ფაქტია, რომ ამ პოზიციაზე მაღალი დონის ფეხბურთელები არიან საჭირო.
გამომდინარე იქედან, რომ მეტწილად მარცხნიდან უტევს და აქცენტს ვინისიუს ჟუნიორზე აკეთებს, დაცვის მარცხენა ფლანგიც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს და ვინის შეტევების ორგანიზებაში დაეხმაროს.
ესპანეთში იხსენებენ მარსელო ვიეირას და კრიშტიანო რონალდუს მრავალწლიან დუეტს, რომელიც მეტოქეებს წლების მანძილზე უქმნიდა პრობლემებს.
ფლორენტინოს აზრით, კამავინგა მომდევნო სეზონიდან ნახევარდაცვას უნდა დაუბრუნდეს, დაცვა კი სხვა მოთამაშეებმა უნდა გააძლიერონ.
- 5 მაი 2023
- 1 219
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.