150 მილიონი როდრიგოს სანაცვლოდ - „რეალმა“ დამაბნეველი წინადადება მიიღო!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ როდრიგო გოეშის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს სთავაზობენ...
დაინტერესებული მხარე მანჩესტერ „იუნაიტედია“, რომელიც ზაფხულში სერიოზულ აქტიურობას გეგმავს, რადგან მომდევნო სეზონში პრემიერლიგის მოგება სურს.
„წითლები“ როდრიგოს ტრანსფერს იმედის თვალით უყურებენ, რადგან თანხა მართლაც ძალიან დიდია.
მანჩესტერელებმა იციან, რომ ფლორენტინო პერესი ბრაზილიელ წინახაზელს იმ ფასად არ გაყიდის, რაც რელევანტური და ადეკვატურია, თუმცა არანორმალურად დიდი ციფრის შემთხვევაში, ის აუცილებლად დაფიქრდება.
მადრიდელებს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, თუმცა 150 მილიონი ნამდვილად დიდი თანხაა.
- 5 მაი 2023
- 5 967
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.